ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება (აგრეთვე ცნობილი როგორც გეი ქორწინება) — ქორწინება ორ ადამიანს შორის, რომლებსაც ერთი და იგივე ბიოლოგიური სქესი ან გენდერული იდენტობა აქვთ.
2001 წელს ნიდერლანდები პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიან წყვილებს დაქორწინების იურიდიული შესაძლებლობა შეექმნათ. მას შემდეგ ასეთი ქორწინებები ოცდათექვსმეტმა სხვა ქვეყანამ დააკანონა. ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება ასევე ნებადართულია მექსიკაში და აშშ-ის ყველა შტატში.[1][2]
ერთი სქესის წყვილებს სამოქალაქო კავშირის, მაგრამ არა ქორწინების უფლება აქვთ 10-ზე მეტ ქვეყანაში. ამასთან, ისრაელი ცნობს სხვა იურისდიქციების მიერ ლეგალიზებულ ერთი სქესის ქორწინებებს, თუმცა თვითონ ის ასეთ ქორწინებებს არ ახორციელებს. ამჟამად, ამ სახის ქორწინებების ლეგალიზებაზე პოლიტიკური და იურიდიული დებატები მიმდინარეობს ოცამდე სხვა ქვეყანაში და აშშ-ის რამდენიმე შტატში.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების რიტუალებს ზოგიერთი რელიგიური ჯგუფიც ასრულებს, მათ შორისაა კვაკერები.
ერთი სქესის წყვილთა ქორწინების ოპონენტების მტკიცებით, სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ქორწინება ადამიანის უფლებაა. მათი მოწინააღმდეგეები საკუთარ არგუმენტებს ამგვარი ქორწინებების სოციალურ შედეგებზე ამყარებენ (მათ შორის ბავშვების აღზრდა, ტრადიციები და რელიგიური მოსაზრებები).
მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/44/World_marriage-equality_laws.svg/440px-World_marriage-equality_laws.svg.png)
ერთი სქესის მქონე ადამიანების ქორწინება ლეგალურია ნიდერლანდებში (2001),[შენიშვნა 1] ბელგიაში (2003), ესპანეთში (2005), კანადაში (2005), სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში (2006), ნორვეგიაში (2009), შვედეთში (2009), პორტუგალიაში (2010), ისლანდიაში (2010), არგენტინაში (2010), დანიაში (2012), ბრაზილიაში (2013), საფრანგეთში (2013), ურუგვაიში (2013), ახალ ზელანდიაში (2013),[შენიშვნა 2] ლუქსემბურგში (2015), აშშ-ში (2015),[შენიშვნა 3] ირლანდიაში (2015), კოლუმბიაში (2016), ფინეთში (2017), მალტაში (2017), გერმანიაში (2017), ავსტრალიაში (2017), ავსტრიაში (2019), ტაივანში (2019), ეკვადორში (2019), გაერთიანებულ სამეფოში (2020),[შენიშვნა 4] კოსტა-რიკაში (2020), ჩილეში (2022), შვეიცარიაში (2022), სლოვენიაში (2022), კუბაში (2022), მექსიკაში (2022), ანდორაში (2023), ესტონეთში (2024), საბერძნეთსა (2024) და ნეპალში (2024).
ქვეყნები ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონების თარიღის მიხედვით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2001 | ![]() |
---|---|
2003 | ![]() |
2004 | კვებეკი (19 მარტი), მასაჩუსეტსი (17 მაისი), იუკონი (14 ივლისი), მანიტობა (16 სექტემბერი), ახალი შოტლანდია (24 სექტემბერი), სასკაჩევანი (5 ნოემბერი), ნიუფაუნდლენდი და ლაბრადორი (21 დეკემბერი) |
2005 | ნიუ-ბრანსუიკი (23 ივნისი), ![]() ![]() |
2006 | ![]() |
2008 | კალიფორნია (16 ივნისი, გაუქმდა 5 ნოემბერს), კონექტიკუტი (12 ნოემბერი) |
2009 | ![]() ![]() |
2010 | ნიუ-ჰემფშირი (1 იანვარი), კოლუმბიის ფედერალური ოლქი (3 მარტი), მექსიკის ფედერალური ოლქი (4 მარტი), ![]() ![]() ![]() |
2011 | ნიუ-იორკი (24 ივლისი), სუკვომიშის ტომი (1 აგვისტო), ალაგოასი (7 დეკემბერი) |
2012 | კინტანა-როო (3 მაისი), ![]() |
2013 | მერილენდი (1 იანვარი), სან-პაულუ (16 თებერვალი), სეარა (15 მარტი), ოტავის ტომი (მიჩიგანი) (15 მარტი), პარანა (26 მარტი), მატუ-გროსუ-დუ-სული (2 აპრილი), რონდონია (26 აპრილი), სანტა-კატარინა და პარაიბა (29 აპრილი), პოტავატომის ინდიელები (მიჩიგანი) (8 მაისი), ![]() ![]() ![]() ![]() |
2014 | კუკის ოლქი, ილინოისი (21 თებერვალი), ![]() ![]() ![]() |
2015 | ![]() ![]() ![]() |
2016 | მოჰიკანი ინდიელების სტოკბრიჯ მანსის საზოგადოება (2 თებერვალი), გრენლანდია (1 აპრილი), ![]() |
2017 | ამაღლების კუნძული (1 იანვარი), ![]() ![]() ![]() ![]() |
2018 | პუებლა [მთელ შტატში] (16 თებერვალი), ჩიაპასი (11 მაისი), ოლდერნი (14 ივნისი), ჯერზი (1 ივლისი), ოახაკა (26 აგვისტო), ნებრასკის პონკას ინდიელთა ტომი (27 აგვისტო), ბერმუდა (23 ნოემბერი, გაუქმდა 14 მარტს, 2022) |
2019 | ![]() ![]() ![]() |
2020 | ჩრდილოეთი ირლანდია [საბოლოო იურისდიქცია ![]() ![]() |
2021 | სინალოა (30 ივნისი), სონორა (22 ოქტომბერი), კერეტარო [მთელ შტატში] (13 ნოემბერი), გუანახუატო (20 დეკემბერი), საკატეკასი [მთელ შტატში] (30 დეკემბერი) |
2022 | იუკატანი (4 მარტი), ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
2023 | ![]() |
2024 | ![]() ![]() ![]() |
2025 | ![]() |
შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ნიდერლანდებში ლეგალურია, მაგრამ სამეფოს ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
- ↑ ახალ ზელანდიაში ლეგალური, მაგრამ მის მფლობელობაში არსებულ ტერიტორიებზე არა.
- ↑ აშშ-ში ლეგალურია, მაგრამ ზოგიერთი ტომების იურისდიქციაში არა.
- ↑ გაერთიანებულ სამეფოში ლეგალურია, მაგრამ ზღვისიქითა ტერიტორიებზე არა.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 14-556 Obergefell v. Hodges (06/26/2015) - Supreme Court. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-26. ციტირების თარიღი: 2015-06-30.
- ↑ Supreme Court Ruling Makes Same-Sex Marriage a Right Nationwide